რამზან კადიროვი გროზნოს თავდასხმის დამფინანსებელთა ვინაობას ასახელებს. ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ამბოხებულთა დაჯგუფება დასავლურმა სპეცსამსახურებმა დააფინანსეს. მისივე მტკიცებით, ამბოხებულებს ფული დოკუ უმაროვის ძმამ, ახმადმა გაუგზავნა, თანხა კი ამბოხებულებმა უშუალოდ ვინმე კალიაპინისგან მიიღეს. თავდასხმა გროზნოში 4 დეკემბრის ღამეს განხორციელდა, რასაც 14 პოლიციელი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. სპეცრაზმელებმა 10 ამბოხებული გაანადგურეს.
მასალის გამოყენების პირობები