რუსეთში პური ძვირდება. გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, უახლოეს ხანებში პურის ფასი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 პროცენტით მოიმატებს. პურის მწარმოებელთა განმარტებით, პურის ღირებულების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ფქვილის, ხორბლის, შაქრის, შესაფუთი მასალებისა და ტრანსპორტირების ღირებულების მატებას უკავშირდება. რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის განცხადებით, ჯერჯერობით პურის ფასი ძველ ნიშნულზეა, თუმცა ხორბლის გაძვირების გამო ფასებია მატება შესაძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები