პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მთლიანად რუსეთს აკისრებს. საგანგებო განცხადება უკრაინის ლიდერმა მელბურნში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "უკრაინა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შეწყვიტოს ცეცხლი, გაათავისუფლოს მძევლები და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ჩვენი ტერიტორიიდან,"-განაცხადა პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს უკრაინა-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვისკენაც მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები