"სამხრეთ ნაკადის" ალტერნატიულ პროექტს "თურქული ნაკადი" დაერქმევა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში საგაზო და სანავთობო სტრატეგიის სიმპოზიუმზე გამოსვლისას განაცხადა. რეჯეფ თაიფ ედროგანის თქმით, ახალი პროექტის სახელწოდებაზე ის და რუსეთის პრეზიდენტი უკვე შეთანხმდნენ. ერდოგანის თქმით, ახალი გაზსადენი რუსეთიდან შავი ზღვის გავლით თურქეთის საზღვრამდე მივა, რის შედეგადაც თურქეთი რეგიონში მსხვილი საგაზო ჰაბი გახდება.
მასალის გამოყენების პირობები