ისლამისტთა მძევლობიდან გათავისუფლებული ფრანგი მძევალი სამშობლოში დაბრუნდა. 51 წლის სერჟ ლაზარევიჩი პარიზში სპეციალური რეისით გადაიყვანეს. ყოფილ მძევალს აეროპორტში პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დახვდა. ლაზარევიჩი ისლამისტებმა მალიში 2011 წლის 24 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად ჯიჰადისტებმა კიდევ ერთი ფრანგი ფილიპ ვერდონიც დაატყვევეს, რომელიც მოგვიანებით სიკვდილით დასაჯეს.
მასალის გამოყენების პირობები