რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის მიმართ გერმანიის ოფიციალური პირების დამოკიდებულებაზე აღშფოთება გამოთქვა და ევროპაში გერმანიის დიქტატურის წინააღმდეგ გამოვიდა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიამ გადაწყვიტა ევროპის დიქტატორი იყოს, ევრკავშირი ამით ვერაფერს მოიგებს და არც თავად გერმანიისთვის იქნება, მსგავსი ვითარება, მომგებიანი.
ამის შესახებ ლავროვმა ბელგიის საგარეო სამეთა მინისტრ დიდიე რეინდერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას ჟურნალისტებმა გერმანიის კანცლერის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასება თხოვეს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ანგელა მერკელმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპაში ინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს.
რუსული მხარე, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყების საშინაო პოლიტიკაში არ ერევა, მაგრამ თავისი ინტერესებისა და მოქალაქეების უფლებების შელახვას ვერ მოითმენს.