მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 65 წლისთავთან დაკავშირებით დედაქალაქში განთავსდება სტენდები იოსებ სტალინის გამოსახულებით. ლუჟკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება ისტორიისადმი ობიუქტური მიდგომის აუცილებლობით აიხსნება.
ლუჟკოვის თქმით, სტალინისა დ სტალინიზმის მიმართ ილუზიის მიზეზი არ გააჩნია. მისი აზრით, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ომის განმავლობაში სტალინი სახელმწიფოს მეთაური იყო. ლუჟკოვის თქმით, სტალინის ისტორიდან ამოღება, ტალინში გამანთავისუფლებელი ჯარისკაცის ძეგლის აღების ტოლფასია.
მერი დარწმუნებულია, რომ მოსკოვში სტალინის პლაკატების განთავსების შესახებ გამართული პოლემიკის მონაწილეები მასშტაბურ პრობლემებს შექმნიან. მისი თქმით, სადღესასწაულო პლაკატებზე სტალინის პორტრეტი სხვა საბჭოთა მარშლათა პორტრეტებთან ერთად გამოჩნდება.