პორტუგალიაში საუკუნის ფეხბურთელს დაასახელებენ. გამოკითხვას ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. პრეტენდენტთა შორის ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელები ეუსებიო და ლუიშ ფიგუ არიან, რომლებიც „ოქროს ბურთის" მფლობელები ორჯერ გახდნენ. მათ მთავარ კონკურენტად კი პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის „რეალის" ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მოიაზრება. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ეშტორილში 14 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები