მასობრივი არეულობები ინდონეზიაში. ენაროტალში ადგილობრივ პაპუას ტომის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიციამ მანიფესტანტთა დასაშლელად ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
მასალის გამოყენების პირობები