ფეხბურთის მეფე საავადმყოფოდან გამოწერეს. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ სან-პაულოს კლინიკა უკვე დატოვა. ამჟამად პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მკურნალობის კურსს 74 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი სახლში განაგრძობს. სარდსადენი გზების მწვავე ინფექციით პელე საავადმყოფოში 13 ნოემბერს მოხვდა. მანამდე მას თირკმელიდან კენჭი ამოუღეს.
მასალის გამოყენების პირობები