12-13 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე შეერთებულ შტატებში გაემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მინისტრი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს (Washington Nuclear Security Summit) დაესწრება.
როგორც ცნობილია, სამიტზე ბარაკ ობამამ სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიწვია.