ცივი ომის შემდეგ ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა ყველაზე ღრმა კრიზისში შევიდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. "ალიანსი რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალს აფართოვებს , რაც ევროატლანტიკურ რეგიონში დაძაბულობას ზრდის და რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მიუხედავად ამისა, მოსკოვი არ აპირებს ნატოს საინფორმაციო ოფისის დახურვას და ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის მომხრეა,"-განაცხადა ლავროვმა.
მასალის გამოყენების პირობები