ლუკაშენკომ რუსეთ-ბელარუსის საზრვარზე საბაჟო პოსტები აღადგინა. ამის შესახებ სააგენტო „იტარ-ტასი" იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, საბაჟო კონტროლს ამ დროისათვის მხოლოდ ბელარუსის მხარე ახორციელებს.
საბაჟო პოსტები რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე 2011 წლის 1 ივლისს საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასთან დაკავშირებით დაიხურა, თუმცა რუსეთის მიერ ბელარუსიდან იმპორტის შეზღუდვის გამო ლუკაშენკომ მოსკოვს ადეკვატური პასუხი გასცა.