უკრაინა შეერთებული შტატებისგან სპეციალურ სამხედრო ტექნიკას მიიღებს. ამის შესახებ „ოკრაინობორონპრომი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული მხარე უკრაინას უშიშროების სამსახურის, ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროსთვის ღამის ხედვის, თბოვიზურ და ოპტიკურ მოწყობილობებს გადასცემს. ვაშინგტონმა უკვე განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მხოლოდ არალეტალურ შეიარაღებას მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები