ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის ცენტრალური ქუჩების დასუფთავების დროს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება, რომლის ინფორმაციითაც ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბორდიულთან, ხოლო მეორე წყალკანალის არხშია ნაპოვნი.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილთან ახლოს საცხოვრებელი სახლები, თეატრის და სასწავლო დაწესებულებები მდებარეობს.
ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის დედაქალაქში 6-7 აპრილს შიდა არეულობის შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ქვეყნის მმართველობა ხელში ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა აიღო, რომელსაც საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის ყირგიზეთში სიმშვიდეა.