აშშ-ში მოვერცხლილი თეფში მოიპარეს, რომელიც ცნობილი ესპანერლი მხატვრის პაბლო პიკასოს მიერ იყო მოხატული.
აღსანიშნავია, რომ ქურდობა თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის "არტ ბაზელის" დროს მოხდა.
როგორც უცხოური გამოცემები იუწყებიან, თეფშის ღირებულება 85 ათასი დოლარი იყო და ის 5 დეკემბრის ღამეს გაუჩინარდა. უნდა აღინიშნოს, რომ თეფში მოთავსებული იყო ისეთ ადგილას, სადაც ვიდეოკამერა არ იყო დამონტაჟებულის და სწორედ ამით ისარგებლა ქურდმაც.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დარბაზიდან მხოლოდ ეს ნივთი გაუჩინარდა არადა გამოფენაზე სხვა ექსპონატებიც იყო გამოტანილი, რომელთა ღირებულებაც 365 ათას დოლარს აღწევდა.
ექსპონატს სახელად " Visage aux mains " ერქვა და წარმოადგენდა 20 მოვერცხლილი ნივთიდან ერთ-ერთს, რომელიც პიკასოს მიერ 1965 წელს იყო შექმნილი.