დონბასელ სეპარატისტთა ლიდერები კიევს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, დონეცკის დასახლებული რაიონები უკრაინული პოზიციების მხრიდან ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სამჯერ დაიბომბა.
სეპარატისტთა განცხადებით, უკრაინული მხარე მძიმე არტილერიას იყენებს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.