მადრიდის რეალი კარლო ანჩელოტის კონტრაქტს 2017 წლამდე გაუგრძელებს. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Marca იტყობინება. კონტრაქტის ხელმოწერა დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში შედგება. ანჩელოტი სამეფო კლუბს სათავეში გასული წლის ივნისში ჩაუდგა.
იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით რეალმა ესპანეთის თასი, ჩემპიონტა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. ესპანეთის ჩემპიონატში კი რეალი 33 ქულით პირველ ადგილს იკავებს.