მასობრივი საპროტესტო აქციები ჰაიტიში. პორტ ო პრენსის ქუჩებში გამოსული ათობით ათასი ადამიანი პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას მოითხოვს. მანიფესტანტები მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ და დახმარებას რუსეთის პრეზიდენტს სთხოვენ. მშვიდობიანი დემონსტრაცია რამდენჯერმე პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცავებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები