"გაზპრომის" ხელმძღვანელი "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის პროექტის ჩაშლაში ევროკავშირს ადანაშაულებს. ალექსეი მილერის მტკიცებით, პროექტის განხორციელებაში რუსეთს ხელი ბრიუსელის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შეუშალა. "ევროკავშირი პროექტს მუდმივად ბლოკავდა. 17 აპრილს კი ევროპარლამენტმა სამხრეთ ნაკადის პროექტის წინააღმდეგ სპეციალური რეზოლუციაც მიიღო. ასეთ პირობებში პროექტის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა,"-განაცხადა მილერმა.
მასალის გამოყენების პირობები