გაზპრომი ევროკავშირის ბაზარზე მუშაობის მოდელს ცვლის. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის შეძენას მხოლოდ საზღვარზე შეძლებენ. "სამხრეთ ნაკადის გაზსადენის მშენებლობის შეწყვეტა ჩვენი მუშაობის ძველი მეთოდის დასასრულის დასაწყისია. ჩვენი ურთიერთობა ევროპულ ბაზართან იცვლება. თუ დღემდე ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით მომხმარებლისთვის გაზის ადგილზე მიწოდებით, მომავალში ევროპელ მომხმარებელს გაზის შეძენა საზღვარზე მოუწევთ,"-განაცხადა მილერმა.
მასალის გამოყენების პირობები