პელე ახალ ამპლუაში. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ საავადმყოფოში გიტარაზე დაუკრა. 74 წლის პელე სან პაულოს კლინიკაში შარდსადენი გზეის ინფექციით მოხვდა, მანამდე კი მას თირკმელიდან კენჭი ამოუღეს. "მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ასეთი მზრუნველობისთვის. აქ დღეს ჩემს ოჯახთან ერთად ვარ და ბედნიერი ვარ. ყველაფერი კარგად მიდის. მალე გამოვჯანმრთელდები. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რიო დე ჟანეიროში მოგიწვიოთ,"-განაცხადა პელემ.
მასალის გამოყენების პირობები