"ინტერ რაომ" საქართველოს ელექტროსისტემისათვის ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო, რომლიც საბოლოოდ თურქეთში ტრანსპორტირებისთვის არის განკუთვნილი. "ინტერ რაოს" ინფორმაციით, თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოსა და თურქეთის შორის „ახალციხე-ბორჩხას" ურთიერთდამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა.
მიწოდების მოცულობა კი დამოკიდებული იქნება შემოდგომა-ზამთარში სამხრეთ რუსეთისა და საქართველოს ენერგოსისტემაზე და სიმძლავრემ შესაძლოა 300 მეგავატს მიაღწიოს. მიწოდება განხორციელდება ორივე ქვეყნის ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის ტრანსპორტირებით, "ინტერ რაო" შეეცდება თურქეთის ბაზარზე საკუთარი წილი კიდევ უფრო გაზარდოს.