ვაშინგტონი ფედერალურ შეკრებაზე პუტინის გამოსვლას აფასებს. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა გააკეთა. მისი თქმით, კრემლის ლიდერის განცხადებები იმის შესახებ, თითქოსდა შეერთებული შტატები რუსეთის მიმართ ე.წ. "შეკავების პოლიტიკას" ატარებს, სიმართლეს არ შეესაბამება. "არის საკითხები, რაზეც ვაშინგტონსა და მოსკოვს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ და შეერთებული შტატები საკუთარი ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას აპირებს, თუმცა რიგ საკითხებზე თანამშრომლობა შესაძლებელია. რაც შეეხება უკრაინის საკითხს, დასავლეთის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია- უკრაინის მომავალი უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია",-განაცხადა ჰარფმა.