უკრაინის პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის. პეტრო პოროშენკომ 9 დეკემბერს დონბასში "სიჩუმის რეჟიმი" გამოაცხადა. მისი განმარტებით, კიევის ახალი ინიციატივა ზავის გამყარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეები 5 სექტემბერს მინსკის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა დონეცკსა და ლუგანსკში ინტენსიური შეტაკებები გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები