ტრაგიკული ინციდენტი ინდოეთში. არასწორად ჩატარებული ოპერაციის გამო 15 პაციენტმა მხედველობა დაკარგა. როგორც წინასწარი ძიებით გაირკვა, ამრიტსარის კლინიკაში პაციენტები ყოველგვარი დაზრვევის გარეშე მიიღეს და კატარაქტის რთული ოპერაცია ჩაუტარეს, რაც ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ინდოეთში ეს პაციენტებისთვის ზიანის მიყენების პირველი შემთხვევა არ არის. ერთი თვის წინ ჩხატისგარის პროვინციაში სტერილიზაციის ოპერაციას 15 ქალბატონი ემსხვერპლა.