რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო „როსნეფტს" 4 მსხვილი პროექტის რეალიზაციისთვის 200 მილიარდ რუბლს გამოუყოფს. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, სოლიდური თანხა ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან გამოიყოფა და შორეულ აღმოსავლეთში გემთმშენებელი ცენტრის, ‘ზვეზდას" მშენებლობას, კომსომოლსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზებას, ასევე, „როსპანისა" და იურუბჩენო-ტოხომსკის საგაზო რესურსების ათვისებას მოხმარდება. პროექტების საერთო ღირებულება 3,9 ტრილიონ რუბლს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები