ნიუ იორკში საპროტესტო აქციები არ წყდება. ადგილობრივი მოსახლეობა აფრო-ამერიკელი მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელის გათავისუფლებას აპროტესტებს. ათასობით დემონსტრანტი ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ანტირასისტული პლაკატებით შეიკრიბა, მანიფესტანტთა ნაწილმა კი ბრუკლინის ხიდი გადაკეტა. 6 შვილის მამა, ერიკ გარნერი პოლიციელ დენიელ პანტალეოს დაკავებისას შემოაკვდა. 3 თვის შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მასალის გამოყენების პირობები