ობამას პრობლემები აქვს. კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ პრეზიდენტის მიერ მიღებული საემიგრაციო რეფორმების პაკეტი დაბლოკა, რომელიც 5 მლნ-მდე არალეგალ ემიგრანტს ქვეყანაში დარჩენისა და მუშაობის უფლებას აძლევს. კონგრესმენებმა სპეციალური რეზოლუციაც მიიღეს, რომელიც ობამას კონგრესის გვერდის ავლით კანონპროექტის მიღებისთვის აკრიტიკებს. საკანონმდებლო ორგანოს იგნორირების ბრალდებით პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ამერიკის 17 შტატის საინიციატივო ჯგუფმაც შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები