რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი გროზნოში ლიკვიდირებულ ამბოხებულთა რაოდენობას ასახელებს. ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციისას 10 ამბოხებული დაიღუპა. ამ დროისათვის ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს. ამოცნობილია 4 ცხედარი. დაღუპულები ჩეჩნეთის მოქალაქეები არიან.