ვაშინგტონი მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ქმედებებს გმობს. შესაბამისი რეზოლუცია კონგრესმა ხმათა უმრავლესობით მიიღო. უკრაინასთან ერთად დოკუმენტში საქართველო და მოლდოვაც არის მოხსენიებული. "კონგრესი გმობს გამუდმებულ პოლიტიკურ, ეკონომიკირ და სამხედრო აგრესიას რუსეთის მხრიდან და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებულ დარღვევას,"-ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში
მასალის გამოყენების პირობები