ალ-ქაიდა ამერიკელი მძევლის მოკვლით იმუქრება. ჟურნალისტი ლიუკ სომერსი ტერორისტებმა სექტემბერში იემენის დედაქალაქიდან გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მისი ტყვეობის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. მძევალი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ერთი კვირის წინ ამერიკელებმა იემენში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს, რის შედეგადაც 8 მძევალი გაათავისუფლეს, თუმცა სომერსი მათ შორის არ ყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები