რუსეთმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა მოახდინა. ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ილკა კანერვამ განაცხადა. "რუსეთმა ეუთო ეგზისტენციალურ კრიზისში შეიყვანა, რადგანაც ორგანიზაციის ერთმა წევრმა სახელმწიფომ ხელყო მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტი და უხეშად დაარღვია ჰელსინკის შეთანხმების პირობები,"-განაცხადა კანერვამ ბაზელში მიმდინარე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.