ხვალიდარ რუსეთი შეერთებული შტატებიდან ფრინველის ხორცის იმპორტს აჩერებს. შესაბამისი გადაწყვეტილება როსსელხოდნადზორმა მიიღო. უწყების განმარტებით, ამერიკელმა ექსპორტიორებმა რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად რუსეთის სანიტარული სამსახურის სტანდარტები უნდა დაიცვან. ამერიკულ ხორცზე ემბარგო რუსეთმა აგვისტოდან დააწესა. 3 თვის წინ როსსელხოდნადზორმა შეერთებული შტატებიდან საქონლისა და ღორის ხორცის იმპორტი შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები