რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო გროზნოში სპეცოპერაციისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას ასახელებს. ოფიციალური ინფორმაციით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით ადგილობრივ კლინიკებში 22 ადამიანი მოხვდა. ექიმებმა 4 მათგანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციისას 7 სამართალდამცავი დაიღუპა, 18 კი მძიმედ დაშავდა. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მტკიცებით, ამბოხებულთა დაჯგუფება მთლიანად განადგურებულია.
მასალის გამოყენების პირობები