რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი "სიფხიზლის დღის" აღნიშვნის იდეას არ მიესალმება. გენადი ონიშენკოს თქმით, რუსეთის მოსახლეობა მთელი წლის განმავლობაში ფხიზელი უნდა იყოს. "ეს მე მაგონებს ქალთა საერთაშორისო დღეს, როდესაც ქალს განსაკუთრებული პატივი უნდა მიაგო. ქალებს კი პატივი ყოველდღე უნდა მიაგო. თუ რუსეთში დააწესებენ სიფხიზლის დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დღეს ალკოჰოლი არ უნდა მოიხმარო, დანარჩენ დღეებში კი უნდა სვა. სიფხიზლე ცხოვრების ნორმა უნდა იყოს,"-აცხადებს ონიშენკო. სიფხიზლის დღის აღნიშვნა სახელმწიფო დუმას დეპუტატმა მიხაილ დეგტიარევმა ყოველი წლის 11 სექტემბერს შესთავაზა.
მასალის გამოყენების პირობები