ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი რამ ხდება საქართველოშიც.
,,არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი. ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები