რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბლის რეკორდულ ვარდნაში ბრალი ,,სპეკულანტებს" დასდო.
ამის შესახებ პუტინმა დღეს ფედერალური კრების წინაშე ყოველწლიური, ტრადიციული მიმართვისას განაცხადა.
,,სათანადოდ უნდა მივხედოთ მათ. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ,,დამნაშავეებზე" საუბრისას.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, რუბლის დევალვაცია რუსეთის ფინანსურ სტაბილურობას რისკის ქვეშ აყენებს.
რუსეთის ბანკმა 2014 წლის 10 ნოემბრიდან უარი თქვა ვალუტის გაცვლით კურსზე და რუბლი თავისუფალ მიმოქცევაში შეუშვა, რამაც ნავთობის ფასების ვარდნასთან ერთად მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დოლართან და ევროსთან მიმართებაში რუბლის გაუფასურებას.
მასალის გამოყენების პირობები