ებოლას ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 6 ათასს გადააჭარბა. საგანგაშო სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობით ლიბერია ლიდერობს, სადაც ეპიდემიამ 3145 ადამიანი იმსხვერპლა, მეორე ადგილზე სიერა ლეონეა, სადაც ვირუსმა 1583 ადამიანი შეიწირა, გვინეაში კი დარუპულთა რაოდენობა 1327 ადამიანს შეადგენს.