უკრაინაში ფიფასა და უეფას თანადაფინანსებით18 ახალი საფეხბურთო მოედანი აშენდება. ამის შესახებ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ანატოლი პოპოვმა განაცხადა. მისივე თქმით, სტადიონების მშენებლობისთვის 5,5 მილიონი დოლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, ვიშგოროდში ბავშვთა საწრთვნელი ბაზაც აშენდება, რომლის დასაფინანსებლადაც უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გასულ წელს 4,8 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო პროექტი ვერ განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები