გროზნოში სროლის ხმა ისმის. შეტაკება პოლიციელებსა და ამბოხებულებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში საეჭვო პირები გააჩერა. ამბოხებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 3 პოლიციელი დაიღუპა. ამის შემდეგ ამბოხებულები ბეჭდვის სახლში გამაგრდნენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათ 10-მდე ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მტკიცებით, დილისთვის შენობიდან მძევლების გამოყვანა მოხერხდა და ამ დროისათვის შენობაში მხოლოდ ტერორისტები იმყოფებიან. მისივე განკარგულებით, ჩეჩნეთის დედაქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები