ვლადიმერ პუტინს აქვს ნაციონალისტური და წარსულისკენ მიმართული მიდგომა საერთაშორისო ურთიერთობებისადმი, რომელიც მეზობლებს შიშში აცხოვრებს და აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას. ასე ახასიათებს შეერთებული შტატების პრეზიდენტი რუს კოლეგას. ბარაქ ობამას განცხადებით, რუსეთის ხისტი პოლიტიკის ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი რუსეთის ხელისუფლების პოლტიკა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის თანმიმდევრული იქნება. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პუტინის პოლიტიკა რუსეთის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს.
მასალის გამოყენების პირობები