17 შტატის კოალიციამ ბარაქ ობამას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საინიციატივო ჯგუფს ტეხასელი აქტივისტები ხელმძღვანელობენ. მათი განმარტებით, პრეზიდენტმა საემიგრაციო კანონი კონგრესის თანხმობის გარეშე დაამტკიცა, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საემიგრაციო ცვლილებების შესახებ კანონს ობამამ ხელი 22 ნოემბერს მოაწერა, რითაც 5 მილიონამდე არალეგალ ემიგრანტს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუსაობის უფლება მისცა.
მასალის გამოყენების პირობები