ხვალ, 9 აპრილს, "ეროვნული საბჭო" ჭადრაკის სასახლეში პრაიმერის შედეგებსა და თბილისის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის გამარჯვებული კანდიდატების ვინაობას გამოაცხადებს.
სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით თბილისში პრაიმერის ჩატარება 6 აპრილს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდა. ამომრჩევლის "კარდაკარის" პრინციპით გამოკითხვა 20:00 საათზე შეწყდა.
პრაიმერი ორგანიზატორები დედაქალაქის მასშტაბით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 700-ზე მეტი უბნის 15 ათასამდე ამომრჩევლის გამოკითხვას გეგმევდნენ.