სამხრეთ კორეაში თამბაქო გაძვირდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, სიგარეტის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 80 პროცენტით გაძვირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო ხარისხის თამბაქო სამხრეთ კორეაში 4 დოლარზე მეტი ეღირება. კანონმდებლების განმარტებით, ახალი რეგულაციები თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილია. სამხრეთ კორეა მწეველების რაოდენობით აზიაში მოწინავე პოზიციაზე დგას. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები მამაკაცების 43,7 პროცენტი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია.