ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყნის მცხოვრებლებს ბავშვებისთვის კიმ ჩენ ინის დარქმევა აუკრძალა. გარდა ამისა, იმ ბავშვებს, რომლებსაც ფხენიანის ლიდერის სახელი ჰქვიათ, მშობლებმა სახელი უნდა შეუცვალონ. როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თანასწორი არავინ არის და შესაბამისად, მისი სახელი არავინ უნდა ატაროს.