საფრანგეთის პარლამენტმა პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა. კანონპროექტს მხარი 399 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 151 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ საკანონმდებლო ორგანომ პალესტინის აღიარების რეკომენდაციით ქვეყნის მთავრობას მიმართა. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ბრიტანეთისა და ესპანეთის პარლამენტებმა მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები