მასობრივი არეულობები ათენში. ადგილობრივმა ანარქისტებმა საბერძნეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი სტუდენტისთვის ლექციებზე დასწრების უფლების მიცემას მოითხოვდნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. ამის შემდეგ ანარქისტებმა სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს და რამდენიმე მანქანა დაწვეს. პოლიციამ 5 აქტივისტი დააპატიმრა.
მასალის გამოყენების პირობები