დონეცკში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინული მხარის მტკიცებით, სეპარატისტებმა ქალაქის აეროპორტზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. აეროპორტის ტერმინალები სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რამდენჯერმე დაიბომბა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. შეტაკებების განახლებამდე მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეუთოს შუამავლობით მიღწეული ზავი მალევე დაირღვა.
მასალის გამოყენების პირობები