უკრაინის რადის ფრაქციების მიერ შეთანხმებული მინისტრთა კაბინეტის შეადგენლობა ამ დროისათვი ასე გამოიყურება:
მთავრობის მინისტრი -ანა ონიშენკო
აგრარული პოლიტიკის მინისტრი - ალექსეი პავლენკო
შს მინისტრი - არსენ ავაკოვი
ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი - იგორ შევჩენკო
ენერგეტიკისა და ნახშირის მრეწველობის მინისტრი - ვლადიმერ დევჩიშინი
ინფრასტრუქტურს მინისტრი - ანდრეი პივოვარსკი
კულტურის მინისტრი (ვიცე-პრემიერი) - ვიაჩესლავ კირილენკო
ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი - იგორ ჟდანოვი
განათლების და მეცნიერებისა მინისტრი - სერგეი კვიტი
ჯანდაცვის მინისტრი - ალექსანდრე კვიტაშვილი
სოციალური პოლიტიკის მინისტრი - პაველ როზენკო
ფინანსთა მინისტრი - ნატალია იარსენკო
იუსტიციის მინისტრი - პაველ პეტრენკო
რეგიონალური განვითარების მინისტრი - გენადი ზუბკო
საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი - იური სტეცი
ვიცე-პრემიერი - ვალერი ვაშევსკი
აღნიშნული კანდიდატურები ფრაქციებმა წარუდგინეს პრემიერ-მინისტრს არსენი იაცენიუკს. მას შემდეგ რაც პრემიერი გაეცნობა წარმოდგენილ კანდიდატურებს იგი შესაძლოა დაეთანხმოს, ან შეცვალოს ცალკეული კანდიდატები. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს კოალიცია საბოლოო გადაწყვეტილებას და პრემიერი დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლეს რადას. რაც შეეხება საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს უკრაინის კონსტიტუციით, შესაბამისი მინისტრების კვოტა პრეზიდენტის გადასაწყვეტია და მან აღნიშნულ თანამდებობებზე უკვე წარადგინა პაველ კლიმკინი და სტეპან პოლტორაკი.